ძმები კაკულიების საქმე ჩიხში შევიდა | ნიკო კვარაცხელიას დედის განცხადება და საეჭვო მტკიცებულებები

გამოქვეყნდა:

რა შედეგამდე მივა სასამართლო ძმები კაკულიების საქმეზე. ორ ხმაურიან პროცესში გამოძიება ფაქტობრივად ჩიხში შედის და გამოსავალს ვეღარ პოულობს. არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის სამიზნეები ამტკიცებენ, რომ კაკულიებს არ უსვრიათ.

ნიკო კვარაცხელიას საქმეში კი, რომელშიც ძმები დამკვეთებად იგულისხმებიან, საეჭვო მტკიცებულებებია, რომლებსაც გამოძიება ვერ ეყრდნობა. დღეს სასამართლოზე კაკულიებმა თავად სცადეს ამ თემის განმარტება და განცხადებები გააკეთეს უდანაშაულობის შესახებ.

დღის ბოლოს სასამართლოს დარბაზში ნათქვამს სასტიკად მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა გამოეხმაურა.

"მე ვფიქრობ, რომ დღეს გურამ კაკულიას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, რომ თქვა, თითქოს ნიკოს ოჯახი ადებს მას ხელს. ნიკოს ოჯახს ეს ინფორმაცია მოაწოდა მკვლელი კაველაძის და მკვლელი ჭელიძის ოჯახმა. ისინი გაემიჯნენ ამ მკვლელობას და თქვეს, რომ მათ შვილებს დაუკვეთეს ძმებმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. როგორც საქმის მასალებში დევს და 10 ათასი ფურცელია, თითქმის ყველა ფურცელზე მათი სახელი და გვარი და კიდევ არაერთი ადამიანის სახელი და გვარი ფიგურირებს...

დაკავების პროცესში, როდესაც დააკავეს ჭელიძე და კაველაძე, აიყვანეს წყნეთის პოლიციაში და მათ ამ პოლიციას მისცეს მასალა, მაგრამ მანამდე, 10 წუთის თავზე კრწანისი-მთაწმინის რაიონის პოლიციამ იქვე, ფიქრის გორაზე, სროლის ადგილას დადო ვერსია, რომ ეს გააკეთეს ძმებმა კაკულიებმა. მარტო პროკურატურა კი არა, თვითონ ნიკოს საკითხით შეიძლება ქვეყანა შევიდეს ჩიხში. მე გეუბნებით, ნიკო კვარაცხელია გახდა სისტემის მსხვერპლი და დამიჯერეთ, მე მაქვს იმედი, რომ ის სისტემა, რომელმაც ნიკო კვარაცხელია მოკლა, აუცილებლად დასრულდება, - ამბობს იზო ომაძე.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი