გამრეკელიდან საირმის ქუჩის N11-მდე საავტომობილო გადაადგილება 1 კვირით შეიზღუდა - მერია

გამოქვეყნდა:

გამრეკელის ქუჩიდან საირმის ქუჩის N11-მდე საგზაო მონაკვეთში საავტომობილო გადაადგილება ერთ კვირით შეიზღუდება, - განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი წყლისა და წყალარინების ქსელებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

"წყლისა და წყალარინების ქსელებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საირმის ქუჩაზე, გამრეკელის ქუჩიდან საირმის ქუჩის N11-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა პირველი თებერვლის 00:00 საათიდან 7 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.

ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება საირმის, ტანძიის, ბურძგლას, სხირტლაძის, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების გამოყენებით.

ქვეითთა და საავტომობილო (გადაუდებელი დახმარების, სპეცავტომობილებისა და სხვა) გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოძრაობას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაარეგულირებენ", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

მანამდე, მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსპორტის გადაადგილება 28 თებერვლის ჩათვლით იზღუდება ასევე მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი