რუსეთში ხელისუფლება პუტინის სიკვდილის, ან მისი მძიმედ დაავადების შემდეგ შეიცვლება - ასეთია რამდენიმე ათეული პოლიტოლოგისა და ანალიტიკოსის დასკვნა. ექსპერტები "რადიო თავისუფლებისა" და "ნასტაიაშაია ვრემიას" ერთობლივი საგამოძიებო პროექტის - "სისტემის" ფარგლებში გამოკითხეს. მიღებული პასუხების მიხედვით, რუსეთის შიდა პოლიტიკის მკვლევრები ყველაზე რეალურ სცენარად სწორედ პუტინის სიკვდილს ასახელებენ.
ამავე კვლევის მიხედვით, გაურკვეველია ვინ გადაიბარებს ძალადობრივ რეჟიმს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ რომ პრეზიდენტის სავარძლისთვის შიდა ელიტა დაუნდობენ ბრძოლას გამართავს.