
კომუნიკაციების კომისია "მთავარ არხს" უპირისპირდება და რუსული კანონის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვს. მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში გასული რგოლები პოლიტიკური რეკლამა იყო.
ვიდეოკოლაჟი, რომლითაც „მთავარი არხი“ მაყურებელს რუსული კანონის მიმღები დეპუტატების შესახებ აწვდის ინფორმაციას, თითქმის ორი თვეა გადის ყველა საინფორმაციო გამოშვების ბოლო ნაწილში.
იმ შემთხვევაში, თუ არხი დაუყოვნებლივ არ ამოიღებს ინფორმაციას, "მთავარ არხს" დაეკისრება სოლიდური ჯარიმის გადახდა, რომლის გასაჩივრება სასამართლოშიც კი შეუძლებელი იქნება.