"ჭიქა ჩაარტყეს თავში, თავგახეთქილი ადამიანი მთელი ღამე იყო ბორკილებდადებული" - ბათუმის პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

ბათუმის პოლიციას წამებაში ადანაშაულებენ - სასაკლაოს მოწყობით როდის მერე დაკავდით?! ამ კითხვით მიმართავს ადვოკატი ზაზა პაპიძე სამართალდამცველებს.

უფლებადამცველი "მთავარ არხთან" ყვება, რომ პოლიციელებმა მე-7 განყოფილებაში მის დაცვის ქვეშ მყოფს  ჭიქა ორჯერ ჩაარტყეს, ტვინის შერყევა მიაღებინეს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში ხელბორკილები არ მოხსნეს.  

"როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განმიცხადა, მის მიმართ პოლიციელების მხრიდან იქნა ძალადობა გამოყენებული, კონკრეტულად ჭიქა ჩაარტყეს თავში. სამედიცინო დახმარება რომ აღმოჩენილიყო, გადაიყვანეს საავადმყოფოში და მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა ბორკილები. ადამიანი აწამეს. თავგახეთქილი ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ბორკილებდადებული. დეტალებსსა და შესაბამის მტკიცებულებებს 2 დღეში მოაგხსენებთ. გამოძიება აქვს დაწყებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და არ გვინდა, ხლი შევუშალოთ",- თქვა ზაზა პაპიძემ, ადვოკატმა. 

მომხდარზე ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეაგირებას ელოდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი