70 წლამდე ქალი, რომელსაც თანასოფლელის მკვლელობას ედავებიან ნაფიცების ვერდიქტის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

მარიამ ესტაფიშვილი ნაფიცი მსჯაულების ვერდიქტის მოლოდინში - 70 წლამდე გადაცილებული ქალი, რომელმაც 33 წლის კაცს, ლევან გვიმრაძეს, თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა განსასჯელის სკამზეა.

გორის სასამართლოში დასკვნითი პროცესი ამ წუთებში იწყება. მან ჩვენება დღეს პირველად უნდა მისცეს. მუხლი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ვთხოვ, როგორც შვილმკვდარი დედა, მივმართავ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ, რომ სამართალმა იზეიმოს", - თქვა გარდაცვლილის დედამ პროცესის დაწყებამდე. 

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში 2022 წლის 10 ივლის მოხდა. თანასოფლელებს შორის სარწყავ წყალზე დაწყებული უთანხმოება მსხვერპლით დასრულდა. ლევან გვიმრაძე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებებით 18 ივლისს, კლინიკა გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი