გამოძიებამ თამარ ბაჩალეიშვილის კომპიუტერი გაუჩინარებიდან მე-5 დღეს გახსნა - გარდაცვლილის მამა

გამოქვეყნდა:

ადგილზე, სადაც ხუთი დღის წინ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. გარდაცვლილი ავტომობილის უკანა სავარძელზე ესვენა.

ტერიტორია, სადაც 23 წლის პროგრამისტის ავტომობილი იპოვეს, საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს და გაურკვეველია, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე მისი პოვნა, მითუმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებისთვის  დრონებსაც იყენებდნენ.

შემთხვევის ადგილას, ექსპერტ-კრიმინალისტების გარდა, მხოლოდ გარდაცვლილის მამა და ძმა შეუშვეს, ცხედრის ამოსაცნობად.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მამა ამბობს, რომ სამართალდამცავებმა 23 წლის  პროგრამისტის კომპიუტერის გახსნა მხოლოდ დღეს შეძლეს და როგორც ირკვევა, თამარ ბაჩალიაშვილის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი იყო და ერთ-ერთი ვერსიით, მისი გარდაცვალება სწორედ სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი