მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ ვუკავშირებთ ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებების მოხვედრას - გალინა კარმუშინა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვაზე, მოწმის სახით "ემპათიას" ექსპერტი გალინა კარმუშინა აძლევს ჩვენებას. მოწვეული ექსპერტი ამბობს, რომ ჩატარებული ექსპერტული კვლევებით, მდგომარეობა მძიმეა, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს სიკვდილამდე:

"მივედით იმ დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის მძიმე ხარისხის და შეუქცევად მდგომარეობამდე მიგვიყვანს თუ პაციენტს არ მივცემთ ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებას. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებამდე და შეიძლება სიკვდილამდეც" აღნიშნა კარმუშინამ.

ადვოკატების შეკითხვაზე, არსებული დიაგნოზები არის თუ არა გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების საფუძველი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ექსპერტი ამბობს, რომ - კი.

დაუზუსტებელი დემენცია, ასევე ნევროლოგიური დიაგნოზები, პოლინეიროპოათიის, ენცეპალოფატიის, მიელოპათიის სახით, რომელსაც ახლავს ტემპერატურა, ასევე ფსიქოფიზიკურის გათვალისწინებით, ნეიროკოგინტური დეფიციტის, გამოხატული ფსიქიკური დიაგნოზის, შეესაბამება, ჯანდაცვის მინისტრის დადგენილებას....ის არ შეიძლება იყოს დაკავებული ამ დეფექტების გათვალისწინებით" ამბობს კარმუშინა. 

კარმუშინამ სასამართლოზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა დიდი ალბათობით, გამოწვეულია ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებების მოხვედრით: 

"დიდი ალბათობით, ეს მდგომარეობა გამოწვეულია გარეშე ფაქტორით, რომელსაც ჩვენ ვუკავშირებთ ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებების მოხვედრას...

რადგანაც ვივა მედში არ დადგენილა არანაირი ინფექციური პროცესი, არ დასმულა დიაგნოზი ნეიროდეგენერაციული დაავადებისა, ჩვენ ვვარაუდობთ, იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს მონაცემები ტოქსიკური გამოკვლევებისა, რომ შესაძლოა ეს მდგომარეობა გამოწვეულია ინტოქსიკაციით. ამიტომ წარმოდგენილი დიაგნოზებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და არაშესაბამისი პატიმრობასთან." აღნიშნა კარმუშინამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი