მოსამართლე გიორგი არევაძემ მარიამ ჯიშკარიანი პროცესიდან გააძევა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესიდან, მოსამართლე გიორგი არევაძემ ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გააძევა.

სასამართლოს ჩვენებას "ემპათიის" ექსპერტი, გალინა კარმუშინა აძლევდა, რა დროსაც მოსამართლემ სხდომათა დარბაზში მყოფ ჯიშკარიანს ჰკითხა - რა მისწერა მან მოწმეს.

ჯიშკარიანის რეპლიკების შემდეგ, მოსამართლემ მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და დასაკითხ მოწმეს ტელეფონის შენახვისკენ მოუწოდა.

"მოსამართლე არევაძემ სასამართლოდან გამომაგდო, ეტყობა ძალიან ეშინია ჩემი, ოღონდ მე ხმა არ ამოვიღო" - დაწერა ჯიშკარიანმა ფეისბუქზე, დარბაზიდან გაძევების შემდეგ

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი