ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სააპელაციო დღეს განაჩენს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

ნიკა კვარაცხელიას მკველობის საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართეთა კოლეგია განაჩენს 13:00 საათზე გამოაცხადებს.

ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს. წინა პროცესზე პროკურმა დასკვნით სიტყვაში კიდევ ეთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოპოვებული მტკიცებულებები უტყარია და ამით ბრალდებულების - გიორგი კავილაძისა და ალეკო ჭელიძის დანაშაული დასტურდება.

ალეკო ჭელიძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ჭელიძემ ნამდვილად ჩაიდინა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, მაგრამ ეს არ ჩაუდენია გიორგი კავილაძესთან ერთად. რაც შეეხება გიორგი კავილაძის დაცვის მხარეს, ის სასჯელის გაბათილებას ითხოვს კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისა და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ნაწილში და ბრალის კვალიფიკაცის შეცვლას მოითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით,  22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით. ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება. სასამართლომ საქმეზე დამნაშავედ კიდევ ერთი პირი ცნო.

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი