ნაფიცმა მსაჯულებმა 70 წლამდე ასაკის ქალი დამნაშავედ ცნეს - ბრალდებულს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

ნაფიცმა მსაჯულებმა მარიამ ესტაფაშვილს ვერდიქტი გამოუტანეს. 70 წლამდე ასაკის ქალი დამნაშავედ ცნეს 33 წლის ლევან გვიმრაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

ესტაფაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

სიახლის სამართლის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამთენიისას, 5 საათზე გამოაცხადეს. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 10 ივლის სოფელ კარბში, თანასოფლელებს შორის სარწყავ წყალზე დაწყებული უთანხმოება მსხვერპლით დასრულდა. მიყენებული დაზიანებებით ლევან გვიმრაძე 18 ივლისს კლინიკაში გარდაიცვალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი