
ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი კომატოზურ მდგომარეობაში თემქაზე "ჯერარსის" კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა გოგრიჭიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლემ დაჭრილი იპოვა, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, ამ დროისთვის საქმის დეტალები უცნობია.
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კოტე მუმლაძის განცხადებით, ბექა გოგრიჭიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა სახის არეში აქვს და თავის ტვინის დაზიანებები აღენიშნება.
პაციენტი გადმოიყვანეს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან, დაახლოებით ერთი საათის წინ. შემოსვლისას მდგომარეობა კრიტიკული, უკიდურესად მძიმე, გამოხატულია ღრმა კომატოზური მდგომარეობა.. სახეზეა ცეცხლნასროლი ჭრილობით მიყენებული დაზიანება თავის ტვინის. ვლინდება ქალა სარქვლის, ქალას ფუძის და სახლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის შეშუპება, - ამბობს კოტე მუმლაძე.
საქმეზე გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს.