
თბილსის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ წარადგინა შუამდგომლობა, რომ მოიხსნან მოწმეები: ამერიკელი ადვოკატი მასიმო დიანჯელო, "ვივამედის" ექიმი, ნინო ნადირაძე, ზურაბ ჩხაიძე, თამარ დავარაშვილი, თეიმურაზ მხმუდოვი, ზურაბ ვანიშვილი, ასევე, მოწმეები ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქროაშვილი. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მოიხსნას ყველა მოწმე გარდა მალხაზ ურთმელიძისა.
მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღესვე შალვა ხაჭაპურიძემ დააყენა კიდევ ერთი შუამდგომლობა - კერძოდ, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა. ადვოკატის თქმით, შუამდგომლობის საფუძველი იუსტიციის მინსიტრის საჯარო განცხადებები გახდა.
"იუსტიციის მინსიტრმა უნდა მისცეს ჩვენება რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიენებებს ეწევა და ამ გზით უნდა სიცოცხლის დასრულება. მანვე უნდა განუმარტოს სასამართლოს არის თუ არა მსჯავრდებული უფლება თვითმკვლელობა. და თუ ეს გარემოება ცნობილია იუსტიციის სამინსიტრო სისტემისა და კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო პერსონალისათვის, ხომ არ აქვს ადგილი თვითმკვლელობის ხელშეწყობას, ან სახეზე ხომ არ არის სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა? რადგან ხელსიუფელბის წარმომადგენლების მხრიდან მსჯავრდებულის სისტემატური დაცინვა, შეურაცხყოფა და ღირსებათა დამცირება იმთავითვე წარმოადგენს დასახელებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს",- თქვა ხაჭაპურრიძემ.
ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ბრეგაძის დაკითხვით უნდა გაარკვიოს რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრეგაძე უკონტროლო და გაუწონასწორებელი განცხადებების გაკეთებისას. ასევე თქვას, მის დაქვემდებარებაში არსებული სისტემა - პენიტენციური სამსახური რა მიზეზით არ უწევს ადეკვატურ მკურნალობას მიხეილ სააკაშვილს.
მოსამართლე გიორგი არევაძემ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. არევაძემ თქვა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც აკეთებს განცხადებებს პრესასთან არ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყოს მოწმე.
"თქვენ გინდათ, რომ მოვიყვანო იუსტიციის მინსიტრი, თითი ვუქნიო, ყური ავუწიო... საქმის დროულად განხილვა პასუხისმგებლობა სასამართლოზეცაა და ყველა დამატებითი მწომის დაკითხვა წაგვართმევს დროს მით უფრო, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის თაობაზე ის არ არის სპეციალისტი, ექსპერტი და ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას" ,- თქვა არევაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილსის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პროცესს ვერც დისტანციურად ესწრება.