"მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გასაღები მხოლოდ ძალიან ცუდად ყოფნაშია" - ნადირაძე

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამ წუთებში იკითხება. პროცესზე ნადირაძე ამბობს, რომ მესამე პრეზეიდენტის თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ცუდად ყოფნაშია. 

"მე არ ვერევი არც მის დაცვაში, არც მის სურვილებში, არც მის მისწრაფებებში, მან იპოვოს თავისუფლკების გასაღები. ეს მისი უფლებაა. ყველა ადამიანისტვის ყველაზე ძვირფასი არის თავისუფლება. ადამიანები ზუსტად ამ თავისუფლების გამო მივდივართ ყველაფერს. მეც არ ვიცი თავისუფლების გამო რაზე წავალ, რას გავაკეთებ, რაზე მოვაწერ ხელს...ჩვენ არ გვაინგტერესებს პაციენტის მისწრაფებები, ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია, ესეც მესმის. მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. მე პირადად ვინც მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ თუ წერილობით, თუ ზეპირი სახით, რომ დაარწმუნონ პაცინეტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მირება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი",- თქვა ნინო ნადირაძემ.  

ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის კვებაზე ისაუბრა და თქვა: 

"ის საკვები რაც მასთან ყოველრიურად მოდის, მითუმეტეს მათ იციან, რომ დიაგნოზში არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავზე კონკრეტული ცვლიელებები, მაგალითად, ნივრიანი პურის მოტანა და გაჭყლეტილი ნიორის მოტანა, შავ პურზე წასმული მე ეს არ ვიცი რაში წერია. ვერ ვხვდები შილაფლავის სოკოთი მოტანას. რომელ გაიდლაინში წაიკითხეს?" ,- ამბობს ნადირაძე. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილსის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პროცესს ვერც დისტანციურად ესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი