"ბავშვმა თქვაო, მაგრამ მე არ მჯერა" - 7 წლის ბიჭის დედა, რომელიც ბიძას გაუპატიურებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში, 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე უკვე იმსჯელა და დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. კაცს დის შვილის გაუპატიურებას ედავებიან, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბიჭია. 

ბავშვმა ისტორია სკოლაში, მასწავლებლებს უამბო. სამართალდამცავები საქმის კურსში მანდატურმა ჩააყენა.  მსხვერპლის დედას განვითარებული მოვლენების არ სჯერა და ფიქრობს, რომ ბავშვმა ამბავი გამოიგონა.

"აქამდე ჩემ შვილს სკოლა გიჟად თვლიდა, სკოლიდან მიგდებდნენ. და ახლა რა გააკეთეს?! ბავშვი ფსიქიკურად ვერ არის. [...] ბავშვმა თქვაო და მე ბავშვის არ მჯერა, ვერც დავიჯერებ. მანდატურმა იჩივლა, პოლიციას აცნობა", - ამბობს დედა. 

ქალი ამბობს, რომ მას არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევია. 

ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ, მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. სკოლა ამბობს, რომ ის სკოლაში 31 იანვრის შემდეგ აღარ ყოფილა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი