"რა ვიცოდი დაჭრილი რომ იყო?..ჩემი ცოლი ექიმია და მომიყვანეო. წავედი და მოვუყვანე" - მამა იოანე კვარაცხელია 

გამოქვეყნდა:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე (კვარაცხელია)  ამბობს, რომ დაპირისპირება სტიქაროსნებს შორის არა ტრაპეზის დროს, არამედ სოფლის ცენტრში მოხდა. 

სასულიერო პირის თქმით, არ იცოდა, რომ მამუკა წიკლაური დაჭრილი იყო. 

"რო გავედი იმ ბიჭმა მითხრა, მამაო, თუ შეიძლება თუ შეიძლება ლანჩხუთში ჩამიყვანეო. მე მივიყვანე ლანჩხუთში და აქვე შევალო მითხრა, რაღაცო მტკივაო გვერდიო მითხრა, ჩემი ცოლი მოიყვანეო. წავედი, დავტოვე და თავისი ცოლი მივიყვანე. მე არ ვიცოდი, მე რა ვიცოდი დაჭრილი რომ იყო? მამუკა წიკლაური არის ჩემი სტიქაროსანი, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი დაჭრილი რომ იყო, წირვაზე ვიყავი-მეთქი გეუბნები. ტრაპეზზე არ მომხდარა ეს, პატრულმაც იცის, ყველამ იცის, რომ ეს მოხდა სოფლის ცენტრში. საავდმყოფოს გვერდზე დავტოვე და მთხოვა მე შევალ ჩემი ცოლი ექიმია და მომიყვანეო. წავედი ცოლი მოვუყვანე",- ამბობს ის. 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. არ არის გამორიცხული,  სისხლის სამართლის საქმე სასულიერო პირის წინააღმეგაც დაიწყოს. არსებული ინფორმაციით, შსს-ს მამა იოანე კვარაცხელია ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. 

ავტორი: საბა ბუაძე

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი