ბურუსით მოცული სიკვდილი - ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი დაღუპული იპოვეს

გამოქვეყნდა:

ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში იპოვეს. ცხედარი უკანა სავარძელზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყო. ავტომობილში ნახეს მედიკამენტებიც. რა დასახელების, ეს ჯერ უცნობია. გამოსაკვლევია ისიც, უკავშირდება თუ არა ეს პრეპარატები მის სიკვდილს. 23 წლის ქალი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის მიმდებარედ ხუთი დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული პატრული ეძებდა, დღეს დილით მწყემსმა იპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ სოფლის პოლიციის განყოფილებაში დაგვიდასტურეს.

"მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ გოლთეთს ერთი მენახირე ჰყავს, სოფლეში სწორედ მისი მოძბენა ვცადეთ. პირმა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ნახირს აძოვებდა, დაადასტურა, რომ დღეს აქ მხოლოდ ის მორიგეობდა, თუმცა არსად დაურეკავს. იცოდა, რომ დაკარგულ გოგოს ეძებდნენ. ვკთხეთ, რა იცოდა ამის შესახებ და განმარტა, რომ პოლიციის უფროსის საქონელს მწყემსავს და ინფორმაციაც ქალის გაუჩინარების შესახებ მისგან გაიგო.  

თამარ ბაჩალიაშვილის კვალი გოლთეთში დაიკარგა. ამიტომ სამძებრო სამუშაოებიც ამ სოფლის მიმდებარედ მიმდინარეობდა. მათ შორის იმ პერიმერტზეც, სადაც მანქანა გოგოს გაუჩინარებიდან მე-5 დღეს იპოვეს. ის ამ მინდორში ნახეს. ეს ადგილი ცენტრალური ტრასიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია. მანქანა გზიდან არ ჩანს, ხეები და ბუჩქები ეფარება, თუმცა მარტივად შესამჩნევია თუ ვინმე ამ მინდორზე გადავა. იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია ნამდვილად დრონით ეძებდა დაკარგულ თამარ ბაჩალიაშვილს, მის ავტომობილს აუცილებლად დაინახავდნენ. 

სამართალდამცველების მიერ ხუთდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ოჯახი სამძებრო სამუშაოებში ჩართვას დღეს დილიდან აპირებდა. საცხოვრებელ სახლთან ახლობლები იყვნენ შეკრებილი. გოლთეთისკენ გასვლა გამომძიებლის ზარმა შეაფერხმა. მამას უთხრეს, რომ მის შვილს სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

გამომძიელის ეს ნათქვამი ოჯახს ცუდად ენიშნა, თუმცა თეთრიწყაროში წასვლას მაინც აპირებდნენ. მამას გამომძიებელმა ისიც უთხრა, რომ მის მისვლამდე არ გასულიყვნენ. ამ ზარიდან მალე, ოჯახმა შვილის დაღუპვის შესახებ შეიტყო.

შეტყობინების შემდეგ, ოჯახი და ახლობლები შემთხვევის ადგილას გაემართნენ. იქ საგამოძიებო სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. ამ პროცესს მხოლოდ მამა, ძმა და ადვოკატი დაასწრეს. სამუშაოებში ჩართული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალსიტები და კინოლოგებიც. სწავლობდნენ მანქანის გარშემო პერიმეტრსაც. საგამოძიებო მოქმედებები დაახლოებთ 8 საათს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ოჯახის მოთხოვნით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთვება.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში წერილიც იპოვეს. ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებს მიმართავს და წერს, რომ შეუძლიათ მისი საბანკო ანგარიშები გამოიყენონ. ნამდილად ეკუთვნის თუ არა ეს წერილი მას და ემთხვევა თუ არა კალიგრაფია, ამ ეტაპზე ოჯახის ახლობლები და ადვოკატი, ვერ საუბრობენ. სწორედ მედიკამენტების პოვნისა და ამ წერილის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, თუმცა ამის არ სჯერათ ახლობლებს.

თამარ ბაჩალიაშვილი საფრანგეთში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სწავლობდა. თბლისში დაბრუნების შემდეგ მუშაობაც ამ სპეციალობით დაიწყო. დასაქმებული იყო ორ კომპანიაში. ოჯახი ვარაუდობს, რომ მისი გარდაცვალება სამსახურს უკავშირდება. ახლა მშობლები ელოდებიან რა ინფორმაციას მიაწვდის გამოძიება, 23 წლის გოგოს სატელეფო ზარებზე, კომპიუტერსა თუ მის წიგნაკებში აღმოჩენილ ჩანაწერებზე. მთავარ კითხვას კი, რითი გარდაიცვალა თამარ ბაჩალიაშვილი, ექსპერტმა უნდა უპასუხოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი