
არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" ინფორმაციით, სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა. ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლების მიხედვით ქვეყანაში მოსამართლეობის მსურველთა რიცხვი სულ უფრო მცირდება.
76 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მხოლოდ 21 კანდიდატი იბრძვის. ორგანიზაციის დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი პრობლემას სისტემისადმი უნდობლობას და სასამართლოს კლანურ მმართველობას უკავშირებს.
"მოსამართლეობის სურვილი საქართველოში იურისტების წრეში უფრო და უფრო იკლებს. ჩვენ ვნახეთ, რომ წლების პოლიტიკა, რაც სასამართლო სისტემაში ხორციელდებოდა იწვევს იმას, რომ სისტემაში შესვლის სურვილი აღარავის აქვს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ უნდობლობა აფერხებს იმას, რომ სისტემაში შევიდნენ გარედან ახალი კადრები და ვხედავთ, რომ ამის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საქმეთა გაჭიანურების ძალიან სერიოზული პრობლემა", - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.