რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა, - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალმა კაცი დანით, გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი კაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცავებმა ქალი ადგილზე დააკავეს.