"შემოაღწიეს გარედან ქვით ჩამსხვრევით"- იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობის წინ ქსელური მაღაზია მეორედ გატეხეს 

გამოქვეყნდა:

ქურდობების სერია ქუთაისში გრძელდება - უცნობი პირები მაღაზიების გატეხვას ახლა უკვე პოლიციის შენობების მიმდებარედაც აღარ ერიდებიან.

ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობის წინ, ტერიტორია რომელიც წესით ყველაზე უსაფრთხო და დაცული უნდა იყოს, ქსელური მაღაზია “ფემილი” ერთ თვეში მეორედ გატეხეს. 

კადრებში, რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა, ჩანს, რომ ცხინვალის ქუჩაზე მაღაზიაში შეღწევა მინების ჩამსხვრების შედეგად შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი მენეჯერის ოთახში დიდი რაოდენობით თანხას ეძებდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ვერ იპოვეს, მოიპარეს უჯრა, რომელშიც თანამშრომლები თანხას ინახავდნენ. 

"დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა მსგავსი შემთხვევა. ეს არის ერთ-ერთი ათეული შემთხვევათაგან, ვეღარც ვითვლით, სიმართლე გითხრათ უკვე ძალიან გვეშინია, რადგან რეაგირება არ კეთდება, ზომები მიღებული არ არის და შედეგებს თვითონაც ხედავთ. შემოღწევა მოხდა გარედან ქვით ჩამსხვრევით",- ამბობს ხათუნა ჭაბუკიანი მაღაზიათა ქსელ "ფემილის" გენერალური დირექტორი.

დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ და შესაბამის უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი