გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი - სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა - გორის პოლიციის თანამშრომელს, ზაზა ალავერდაშვილს ბრალი ცოტა ხნის წინ წარედგინა. გამოძიება მას 35 წლის ქალის გაუპატიურებას ედავება. 

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ამბობს იმასაც, რომ საქმის მასალებს ჯერჯერობით არ იცნობს და დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

შეგახსენებთ, რომ მოქმედი პოლიციელი გორში გუშინ გვიან ღამით დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, ზაზა ალავერდაშვილი თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მსხვერპლს კი გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. 

საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი