"სტრასბურგი არსებობს" - გიული ალასანიას აზრით, სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს 

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ  კლინიკა "ვივამედი" რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გიული ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

"ბოლო 24 საათში ჰქონდა სიცხე 38 შემდეგ დაუწიეს მისცეს წამლები. ძალიან კარგი ექთანი იყო მორიგე გუშინ. არაჩვეულებრივი პროფესიონალი და ადამიანი. ისეც, რომ მეც იომედიანად წავედი გუშინ საღამოს. ძალიან სუსტად ვარო მიმეორებდა. რა არის გასაკვირი ვერ გავიგე. იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ მოწამლულია და მძიმე მეტალებია ორგანიზმში, გარდა ამისა, ადამიანს წელიწადი და ექვსი თვეა უკვე მეექვსე თვე დაიწყო, ჟანგბადი არ აქვს, ცა არ დაუნახია, მზე არ დაუნახია. აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი ამ მდგომარეობაში.

ზუსტად იგივე მოვიტანე გუშინ, რაც ყოველდღე მომაქვს, დღეს ცოტა განსხვავებული, თუმცა კალორიების მხრივ არაფერი განსაკუთრებული, თვითონ თქვა, რომ აი, ეს. რასაც მეუბნება ის მომაქს იმიტომ, რომ მოვისმინე, რომ ასეთ შემთხვევებში არ უნდა დააძალო, რაც თვითონ მოუნდება, ის უნდა მოუტანოო, მეც ამის მიხედვით ვიქცევი. ამას რამდენად ერევა. მერე ასე გადაწვება და უჭირს ამის მიღება",- ამბობს გიული ალასანია. 

მიხეილ სააკაშვილის დედამ ხვალინდელ გადამწყვეტ სასამართლო პროცესზეც გააკეთა კომენტარი. 

"მათი მხრიდან იქნება სასიკვდილო განაჩენი, ეს სრულიად ცხადია. ჩვენ ვაპირებთ, ვიმოძრაოთ, სტრასბურგი არსებობს",- თქვა გიული ალასანიამ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 17:00 საათზეა ჩანიშნული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი