ახალი მოწმე და მოპარული მტკიცებულებები - გიორგი შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

ცნობილი ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოკითხვის დეტალები - გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებობს მოწმე, რომელმაც გამოძიებას უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მიაწოდა. 

"მთავარი არხი" მოწმის იდენტიფიცირებას ჯერჯერობით არ ახდენს, რადგან ის გამოძიებას ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. ეს ადამიანი გამოკითხული არის 20 ივლისს, საუბარი, რომელიც მოისმინა და ის ფიგურანტები ადგილზე 15 ივლისს იყვნენ. მოქმედება ვარკეთილში ხდება,105-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ეს ქალბატონი თავის შვილთან ერთად ამ ტერიტორიაზე იყო და იქ არსებულ ავტოფარეხებთან ორი ახალგაზრდა საუბროდა. მისი თქმით, ბიჭები 18-დან 20 წამდე იყვნენ. ადგილზე ასევე ორი შუახნის ადამიანი იყო, ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთმანეთს ეკითხება, გადააგდეს თუ არა შაქარაშვილი. ისინი კონკტერულ გვარებზე საუბრობდნენ. ეს მოწმე ახსენებს შაქარაშვილისა და გურამ ამირხანაშვილს. საინტერესოა ჩვენება და თარიღი - 15 ივლისი. ახლა უცნობია, ჰყავს თუ არა გამოძიებას ეს პირები იდენტიფიცირებული, ვინც უშუალოდ ამ მომენტში  ფიგურირებენ.

კადრები, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავდა ავტომაგისტრალზე დაწყებულ დევნასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას, საგამოძიებო უწყებას ერთი თვის განმავლობაში არ გახსენებია.  მე-20 ტომში ირკვევა, რომ შპს "ელდორადოს" დარაჯმა სათვალთვალო კამერები თვითნებურად მოხსნა, ჩანაწერები ამოიღო და საქმის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების გაყიდვას გეგმავდა. ნუგზარ ოთარაშვილი გამოძიებამ 18 ივლისს გამოკითხა. 

დარაჯი შემთხვევის ადგილზე ცხოვრობს, იქ სადაც საქმეში მონაწილე ავტომობილები ჩერდებიან, იწყება დევნა და იმალება ფოტოგრაფი იაკობი. ნუგზარ ოთარაშვილმა სავარაუდოდ იმაზე მეტი იცის ვიდრე ჩვენებაში საუბრობს. თუმცა გამოკითხვის ოქმში ყველაზე საინტერესოა ის, რომ დარაჯმა კარგად იცოდა რა ინფორმაციის მატარებელი იყო სათვალთვალო კამერები, თუმცა მისი გაყიდვა მაინც არ გადაუფიქრებია. 

მე-20 ტომში სამართალდამცველებმა ანა გაბეჩავას "ფეისბუკ" მიმოწერებიც მოათავსეს. იუბილარი ცდილობს გაარკვიოს, სად გაქრა გიორგი შაქარაშვილი და ვინ დაპატიჟა კაკი ჩქარეული მის დაბადების დღეზე, რომლის გამოჩენის შემდეგაც მისივე ინფორმაციით, წვეულებაზე არეულობა დაიწყო.

საქმეში კაკი ჩქარეულის სახელითა და გვარით არავინ იძებნება, ვერც გამოკითხვის ოქმს ნახავთ სადმე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ერთ-ერთი დაკავებული ნაძალადევის მცხოვრები აკაკი ქვრივიშვილია, რომელიც ტრაგიკულ ღამეს "ტოიოტა" "ქამრიში" იჯდა და გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს აედევნა. ანა გაბეჩავას უფლებადამცველის ინფორმაციით, ის საბედისწერო ღამეს დაბადებისდღეზე ვახო ჩიქოვანთან ერთად მივიდა.

მიმოწერების მიხედვით, იუბილარი გიორგი შაქარაშილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას საქმის რამდენიმე ფიგურანტისგან ითხოვდა. თუმცა სამართალდამცველებისთვის ფეხბურთელის გაუჩინარებისა და დაპირისპირების შესახებ არავის უცნობებია. მიმოწერებში იუბილარი თენგო ბარბაქაძეს დეტალების გახსენებას სთხოვს, წინაღმდეგ შემთხვევაში წერს, რომ გამოძიებას ყველას სახელს და გვარს ეტყვის. 

რატომ არ იმოქმედა საბედისწერო ღამეს ანა გაბეჩავამ და რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია
სამართალდამცველებს, ამის შესახებ მის ადვოკატს "მთავარმა არხმა" ჰკითხა. 

საქმის ადვოკატებს ახალ ტომებში არსებულ ინფორმაციაზე შეკითხვები უკვე გაუჩნდათ. ისინი დღეს საგამოძიებო უწყებაში ახალი მასალების წამოსაღებად მივიდნენ. 

დღის ბოლოს კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ახვლედიანი დაიბარა. რა დეტალების დაზუსტება სურთ გამომძიებლებს უცნობია. ხვალ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში იუბილარს ელოდებიან. გამომძიებლების შეკითხვები სავარაუდოდ საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებთან დაკავშირებით ექნებათ, თუმცა რა მტკიცებულებებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი