დაპირისპირება ექსპერტებს შორის - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

კონფლიქტი ექსპერტებს შორის - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს და ოჯახის მიერ დაქირავებულ დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის ბრალდებებს აბათილებს. ის რასაც "მთავარი არხის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება ამტკიცებდა, ექსპერტიზის ბიურომ 100%-ით დაადასტურა. სამხარაული ამბობს, რომ ცხედრის პოვნის მომენტში გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთში იყო გამოხატული და დასკვნაში არავითარი მექანიკური შეცდომა არ არის. ბიურომ თავის განცხადებით დღეს სხვა ექსპერტებსაც გასცა პასუხი. ექსპერტიზის ბიუროს განცხადებით, ასევე ნათელი მოეფინა ექსპერტიზის დაწყების დროს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში კონკრეტული დრო მითითებული არ იყო, თუ როდის დაიწყო ექსპერტიზა და როდის დასრულდა.  დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ცხედარი აღმოჩენილი იყო 15 საათსა 5 წუთზე, ხოლო ექსპერტიზა დაიწყო 19 საათსა და 15 წუთზე, ანუ ოთხი საათისა და ათი წუთის დაგვიანებით. ჩვენთვის უცნობია, რატომ დაიწყო ასე გვიან.

რაც შეეხება პასუხის პასუხს, დღეს, ალექსანდე გეჯაძეს "მთავარ არხთან" კომენტარი და განმარტებები აღარ გაუკეთებია. მას შემდეგ რაც, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ მას ამ საკითხზე ორი განსხავებული მოსაზრე ჰქონდა დროის განსხვავებულ პერიოდში, ან მიიღო გადაწყვეტილება, რომ "მთავარ არხთან " შაქარაშვილის საქმეზე აღარ იკონტაქტოს. 

რაც შეეხება ცენტრ "ემპათიას", რომლის ექსპერტებმაც დაადგინეს, რომ ცხედარს აღმოჩენის მომენტში ჰქონდა გვამური გაშეშება და ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ სიკვდილი დადგა გაცილებით უფრო გვიან ვიდრე ამას გამოძიების ოფიციალური ვერსია ამბობს. "ემპათიაში" ამბობენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება არ გამორიცხავს მათ შენიშვნას და მათ მიგნებებს. 

სამხარაულის განცხადებაში წერია, რომ რადგან ცხედარი იმყოფებოდა წყლის ქვეშ და იყო შედარებით გრილ ადგილას, შესაძლოა გვამური გაშეშება გაგრძელებულიყო გაცილებით დიდხანს, ვიდრე ეს ხდება სტანდარტულ სიტუაციებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი