კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, ყოფილი პოლიციელი ღვთისო პეტრიაშვილია. გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.
შემთხვევა გამთენიისას სოფელ რეხაში მოხდა, დანაშაულის მოტივი უცნობია.
პეტრიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 10 წლის წინ მუშაობდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და შესაბამის დაწესებულებაშიც მკურნალობდა.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 109-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.