სექსისტური და უცენზურო გამონათქვამები - პაატა შავაძის წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ერთიანდება

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პაატა შავაძის წინააღმდეგ ერთიანდებიან. პროტესტი მოსამართლე პაატა შავაძეს უკავშირდება, რომელმაც თავისი უცენზურო და სექსისტური გამოთქმებით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი.

შავაძე თამთა თოდაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მთელი ღამის განმავლობაში იბრძოდა და  „ოცნების“ დეპუტატის მიერ, სავარაუდოდ, ნაცემი გოგონას დისკრედიტაციას ცდილობდა.

ანა დოლიძე ნაზი ჯანეზაშვილი ამბობენ, რომ პაატა შავაძის საჯარო განცხადებებით გამოჩნდება, ვინ არის სასამართლოს კლანის სახე და ვის აძლევს ეს კლანი სამუდამოდ მანტიის ტარების უფლებას.

პაატა შავაძე მოსამართლების 50 კანდიდატს შორის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია, თუმცა ის ბოლო 20 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა.

მოქმედი ადვოკატის და მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მსხვერპლის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება შესაძლოა შავაძეს ძვირი დაუჯდეს. მის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელს უკვე ამზადებენ.

პაატა შავაძემ საზოგადოებას თავი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადო მოსამართლეების გასაუბრებისასაც დაამახსოვრა. შეურაცხყოფა მიაყენა საბჭოს არამოსამართლე წევრებს, სასამართლოს კლანს კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი