"ეს გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით" | ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს

გამოქვეყნდა:

ვარშავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს.

"საინტერესოა, რომ საქართველო ვარშავაში ევროკავშირის არაფორმალურ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არ იყო მიწვეული. ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატი ქვეყანა იყო მიწვეული," - წერს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი. 

გამოცემა "ფორმულას" კითხვაზე თუ რატომ არ იყო საქართველო აღნიშნულ სხდომაზე მიწვეული, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ნაბიჯით, შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, იყო გამოწვეული.

ასევე, პოლონეთის საგარეომ გამოთქვა შეშფოთება "ქართული ოცნების" მიერ "საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით".

"რა თქმა უნდა ვწუხვართ, რომ ვარშავაში ჩვენს არაფორმალურ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. თუმცა, ეს გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული პირადი გადაწყვეტილებით, რომელმაც გასული წლის ნოემბერში შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ერის გვერდით მტკიცედ დგომას. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მის ბრძოლას დემოკრატიისა და ღირებულებებისთვის, რომლებიც შეესაბამება ევროპულ საზოგადოება," - განუცხადეს "ფორმულას" პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი