"თქვენთან ერთად ვიქნები მშვიდობისა და სამართლიანობის ძებნაში..." | რომის ახალი პაპის მიმართვა

გამოქვეყნდა:

"ეს მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს პირველი მისალმებაა, კეთილი მწყემსი, რომელმაც ღვთისთვის სიცოცხლე დათმო... მინდა, რომ ეს მშვიდობიანი მისალმება ჩვენს გულებსა და ოჯახებში შევიდეს... მოდით, ჩვენთვის შევინახოთ პაპ ფრანცისკეს სუსტი ხმა, რომელმაც რომი დალოცა. პაპმა, რომელმაც რომი დალოცა, აღდგომის დილით მთელი მსოფლიო დალოცა... ნება მომეცით, მივყვე ამ კურთხევას. ღმერთს ვუყვარვართ, ღმერთს ყველა უყვარს. ბოროტება არ გაიმარჯვებს!

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კარდინალ ძმებს, რომლებმაც პეტრეს მემკვიდრედ ამირჩიეს... მე თქვენთან ერთად ვიქნები, როგორც ერთიანი ეკლესია, ვიქნები მუდამ მშვიდობისა და სამართლიანობის ძებნაში...

ჩვენ ერთად უნდა ვეძიოთ მისიონერული ეკლესია, რომელიც ააშენებს ხიდებს და [წარმართავს] დიალოგს..."

- განაცხადა რომის ახლადარჩეულმა პაპმა ლეონ XIV-მ და ვატიკანში შეკრებილ ხალხს მიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი