სენაკში მეზობელმა მეზობელი დაჭრა - კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

გამოქვეყნდა:

სენაკში, შხეფის დასახლებაში მეზობელმა 60 წლამდე მეზობელს დანით დაზიანებები მიაყენა. კაცს ადგილობრივ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავარი არხის ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში რჩება.

მომხდარზე გამოძიება 177-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი