თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას თქმით, დილით დაკარგულთა სიაში 10 მოქალაქე იყო, ნაპოვნია 7, ხოლო 3 ადამიანის სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.
მისი თქმით, გარდაცვლილო მოქალაქეების გადმოსვენების პროცესი უკვე დაიწყყებულია.
"გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალაქიდან გასული იყო, 4 იყო დარჩენილი და ისინი ჯანმრთელად და კარგად არიან...[აგრდაცვლილთა გადმოსვენების პროცესი დაწყებულია] თუმცა ეს ძალიან რთული პროცედურა იქნება, რადგან ადგილზე შექმნილი ვითარების გამო პროზექტურებთან კავშირი ძალიან ჭირს. პროზექტურიდან უნდა ავიღოთ ნებართვა და ის კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მოქალაქეთა გადასვენების საკითხებში, მზად არიან, რომ ჩვენც ჩაერთონ. მათ უკვე მივეცით მითითება ამასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ გადმოსვენების პროცედურას სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს იქნება დამოკიდებული ადგილზე არსებულ ვითარებაზე. იმ პროზექტურაში, რომელშიც პირველი გარდაცვლილი მოქალაქე ასვენია, ასევე არის ათეულობით გვამი. აქედან გამომდინარე, რაიმე კონკრეტულის თქმა გვიჭირს, თუმცა ჩვენ მაქსიმუმ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოქალაქე გადმოვასვენოთ საქართველოში" - თქვა გიორგი ჯანჯღავამ "პალიტრანიუსის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 300 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშოები გრძელდება. ცოტა ხნის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7 მაგნიტუდაზე მაღალი სიმძლავრის განემორებითი მიწისძვრა მოხდა.
ცნობილია ისიც, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში, სულ მცირე, 120 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.