დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში, სულ მცირე 120 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, - ინფორმაციას CNN თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგებს შორის 43 4,3 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო. მათგან სამი კი 6,0 მაგნიტუდის ან უფრო ძლიერი, მათ შორის ერთი 7,5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრაა.
მცირე ბიძგები, პირველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში რეგულარულად ფიქსირდებოდა.
აქვე, CNN აღნიშნავს, რომ მცირე ბიძგები მიწისძვრისგან დამოუკიდებელი სეისმოლოგიური მოვლენებია. ისინი მცირე ბიძგებად ითვლებიან მანამდე, სანამ მათი სიმძლავრე არ აღემატება თავდაპირველი მიწისძვრის სიმძლავრეს.