თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფრმაციას, ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მათი წინასწარი შეფასებით, ბიძგების სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდს შეადგენდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდა იყო.

განმეორებითი ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთია.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:23 წუთზე მოხდა. ბიძგები რამდენიმე ქალაქში იგრძნობოდა.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 200-ს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი 386. ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ასობით მოქალაქე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

ქვეყნებმა ითხოვეს საერთაშორისო დახმარება. ცნობილია, რომ თურქეთს ევროკავშირი, ნატო და ცალკეული ქვეყნები დაეხმარებიან, მათ შორისაა საქართველოც, რომელიც დაზარალებულ ქვეყანაში მაშველებსა და ტექნიკას გაგზავნის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი