ბრმა ტყვიით დაღუპული ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომღერალ თიკა მახალდიანის დედის თამარ ანთელავას მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სიმონ გაბრიაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღეს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლეს. ტყვიამ დაახლოებით 600 მეტრით დაშორებულ კორპუსამდე მიაღწია და სახლში მყოფ თამარ ანთელავას მოხვდა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელი, სოსო გაბრიაძე დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი