23 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით23 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულთაგან ხუთს კონტაქტი ჰქონდა ვირუსით დაავადებულ სხვა პირებთან, ორი ქვემო ქართლში მდებარე გაჩიანის დასახლების კლასტერიდანაა, ორი შემთხვევა კი იმპორტირებულია. დანარჩენი სამი ინფიცირებულის წყაროების მოძიება გრძელდება.

ბოლო 24 საათში საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1085 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 911;
  • მათ შორის გარდაცვლილი - 16;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5725:
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ კი, 22 ივლისის, მონაცემებით 15 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი