ბადრი ესებუასთან საპატიმროში ადვოკატი შევიდა

გამოქვეყნდა:

ბადრი ესებუას უფლებადამცველი პირველად ხვდება. ადვოკატი სოსო ჯანაშია ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა.  უფლებადამცველის თქმით, მას ესებუასთან ამ დრომდე  კომუნიკაცია  არ ქონია და მასთან გარკვეული  კითხვები აქვს. 

ადვოკატის თქმით, მომხდარის შესახებ მედიით შეიტყო და შესაბამისად, დაკავების შესახებ დეტალები არ იცის. 

ბადრი ესებუა ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებში დღეს შეიყვანეს. ის ქუთაისში ზუგდიდიდან გადაიყვანეს, სადაც დილით, სპეცოპერაციის დროს დააკავეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი