ბადრი ესებუას დაკავების დეტალები | ყველაზე ცნობილი ქართველი მძარცველი 840-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

გამოქვეყნდა:

ორი წლის განმავლობაში ძებნილი ნომერი ერთი, ბადრი ესებუა დაკავებულია. საუკუნის ძარცვის შემოქმედი გამთნიისას სოფელ ჯიხაშკარში ნათესავის სახლში აიყვანეს. სპეცოპერაცია კი ოპერატიული შეტყობინების შემდეგ დაიგეგმა. ტერორისტული აქტის მომზადებასა და 43 პირის მძევლად აყვანაში ბრალდებულის ხმაურიანი დაკავებიდან მალევე დაიწყო დაკითხვების სერია, მათ შორის, სამართალდამცველების შეკითხვებს, ამ ეტაპზე მოწმის სტატუსით ესებუას ნათესავებმა, ჯიქიებმა უპასუხეს.

ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრი ესებუასთან შეხვედრის შემდეგ არანაკლებ ხმაურიან განცხადებას აკეთებს ბრალდებულის უფლებადამცვლი, რამაც შესაძლოა საქმე თავდაყირა დააყენოს. ესებუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს ბანკში საერთოდ არ იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი დუმს. გომელაურის უწყება, რომელიც 2 წლის განმავლობაში ვერ გადიოდა დამნაშავეზე მოკლე განცხადებით შემოიფარგლა, დეტალების გარეშე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი