ბადრი ესებუას საქმის ფიგურანტები დუმილს არღვევენ | ახალი დეტალები სამეგრელოდან

გამოქვეყნდა:

ბადრი ესებუას გახმაურებული საქმის ახალი ფიგურანტები მედიასთან დუმილს არღვევენ. ჯიქიების ოჯახის ერთ-ერთი წევრი სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს, რაც დამატებით შეკითხვებს აჩენს. ჯიქიები ამ დრომდე მოწმის სტატუსით სარგებლობენ, თუმცა მათი დაკითხვების სერია ჯერ არ დასრულებულა.

პარალელურად, ესებუასთვის წაყენებული ბრალის უმძიმესი მუხლების ჩამონათვალს ემატება კიდევ ერთი ბრალდება. პროკურატურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ძებნილი შეიარაღებული იყო. ძალოვან უწყებას ახლა ბევრ შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ჯერაც დასადგენია, ვინ დაეხმარა გაქცევაში, სად იმალებოდა 2 წლის განმავლობაში და სად არის მის მიერ გატაცებული ნახევარი მილიონი.

ავტორები: ემა გოგოხია, გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი