გორის პოლიციის მაღალჩინოსანის სასამართლო პროცესის განაჩენი, რომელსაც გამოძიება 35 წლის ქალის გაუპატიურებას ედავება, დღეს გახდება ცნობილი. პროკურატურის ზაზა ალავერდაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანო ამ მოთხოვნის საფუძვლად ბრალის სიმძიმესა და მიმალვის საფრთხეს დაასახელებს.
დაკავებულის ნათესავები და მეზობლები გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ ბრალდება გამოგონილია. ზაზა ალავერდაშვილის ოჯახი კი მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს.
დაცვის მხარეს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, რადგან საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დევს. ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, შესაბამისად ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მოქმედი პოლიციელი ორი დღის წინ დააკავეს. ცნობილია, რომ ძალადობის მსხვერპლს შვილებით აშანტაჟებდა.
საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.