დაპირიპირება რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის და დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი. გუდაურში მომხდარი ინციდენტის მიზეზი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელის მიერ საქართველოს შეურაცხმყოფელი შეფასება გახდა, რომელსაც ცოტნე ჯაფარიძე დაუპირისპირდა.
ჯაფარიძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კი დააკმაყოფილა სამოქალაქო აქტივისტის უფლებადამცველის შუამდგომლობა და პროცესი 15-თებერვლამდე გადადო.