"მთავარი არხის" ინფორმაციით, მარტყოფში სროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს. გოჩა ჯეირანაშვილს 5 ტყვია აქვს ნასროლი.
გარჩევა მარტყოფის ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. მოკლული და მკვლელი სავარაუდოდ მეგობრები იყვნენ. სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. კონფლიქტის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ერთი პირი დააკავა. გამოძიება ორი მუხლით - განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.