"ვითხოვ სამუდამოს" - ავტობუსში ბავშვების თვალწინ ქმრის მიერ მოკლული ქალის დედა

გამოქვეყნდა:

ცოლის მკვლელობის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება. პროცესზე დაცვის მხარე საბოლოოდ სიტყვით წარდგება. ბრალდებულ როინ მებონიას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობას ედავებიან.

მოკლულის დედა ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ მას სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

"მე ვითხოვ სამუდამოს. ეს მკვლელობა მოხდა 5 მცირეწლოვანის თვალწინ. ერთ მათგანს ამის მერე დაუდგინა დიაბეტი და ბავშვი მყავს ინსულინზე. უფროსი ბიჭიც ინსულინზეა. გეფიცებით, ფსიქოლოგთან ყველა ერთად დაგვყავს ხუთივე ბავშვი. ეს იმიტომ ხდება, რომ ცოლის მკვლელები არ ისჯებიან სათანადოდ",- ამბობს ხათუნა ნაჭყებია, მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა.

უფლებადამცველის, სულხან კომახიძის მტკიცებით კი ბრალდებული სრულად ვერ აცნობიერებდა საკუთარ ქმედებას. მისი თქმით, არსებული მოცემულობით უვადო პატიმრობის მისჯის  უფლება სასამართლოს არ ექნება. 

შეგახსენებთ, 2022 წელს 31 წლის ქალი ქმარმა ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული, ის ადგილზე გარდაიცვალა. როინ მებონიას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. დანაშაული16-დან 20- წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი