
ბადრი ესებუას ადვოკატის სოსო ჯანაშიას თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ესებუას წარდგენილ ბრალს დაამტკიცებს.
როგორც ჯანაშია ამბობს, პატიმრობაში მყოფი ესებუა ყველა იმ ექსპერტიზის თავიდან ჩატარებას ითხოვს, რომელიც ბრალდების მხარეს საქმეში მთავარ მტკიცებულებად აქვს.
"თითის ანაბეჭდებს და სხვადასხვა კვლევისთვის საჭირო ობიექტებს, რაც შემთხვევის ადგილზე იქნა ამოღებული, არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენ თავად ჩავატაროთ ბრალდების მხარისგან დამოუკიდებლად ასეთი ექსპერტიზები. ჩავნიშნოთ ეს ფონოსკოპიური ექსპერტიზა და გავარკვიოთ მართლა ბადრი ხმაა, რომელიც მძარცველს აქვს დატოვებული ბანკში.
ჯიქიების სახლში მისული არის იმ დღეს, როდესაც დააკავეს და ამას თვლის შეცდომას, რომ იქ მივიდა, რადგან შეიძლება არც დაეკავებინათ" - ამბობს ჯანაშია
საქმის პროკურორის თქმით კი, ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის არაერთი დაშავებულის ჩვენება, რომლებიც დაიკითხებიან სასამართლოში და ამის შემდეგ უკვე მოსამართლე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ის ბათუმის მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.
ავტორი: ემა გოგოხია