თამარ ანთელავას მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

თამარ ანთელავას მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, სოსო გაბრიაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. ადვოკატის შუამდგომლობა, დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურის მტკიცებით, არსებობს მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლის თქმით, ეს საფრთხე არც პირველი პროცესის მერე განეიტრალებულა. 

მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღეს, საკუთარ სახლში იმ დროს დაიღუპა, როცა ნუცუბიძის ქუცაზე, ერთ-ერთი სახლის იავნიდან ნასვამი პოლიციელი უმისამართოდ ისროდა. ტყვიამ დაახლოებით 600 მეტრით დაშორებულ კორპუსამდე მიაღწია და სახლში მყოფ თამარ ანთელავას თავში მოხვდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელი, სოსო გაბრიაძე დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი