თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები. იქვე იმყოფება თბილისის პოლიციის უფროსი, გაგა კირკიტაძეც.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაზიანებული ინვენტარის, ან გატანილი თანხის შესახებ. პოლიციის თანამშრომლების თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური გაცხადება ჯერ არ გაუკეთებია.