ვარკეთილში ქსელური მაღაზია გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით, 7 საათზე მოხდა. 

ადგილზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერა, რომელშიც არსებული ინფორმაციით, ჩანს, რომ მაღაზიაში სამი არასრულწლოვანი შევიდა. ქურდობის შედეგად, "ორი ნაბიჯიდან" წაღებულია თამბაქო. 

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და ანაბეჭდებს იღებენ. 

ადგილობრივების თქმით, მაღაზია რამდენიმე დღის წინაც გაქურდეს და მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება. 

გამოძიება დაწყებულია, თუმცა ასაკის გამო, სავარაუდო დამნაშავეების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი