მარნეულში კაცმა მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა და პოლიციას ჩაბარდა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

სისხლიანი დაპირისპირება მარნეულში - 40 წლის ელშად ამირასლანოვმა მეგობარს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. გარჩევას წინ, სავარაუდოდ, სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

36 წლის რაფიგ მამედოვი საავადმყოფოში თავად მივიდა. ექიმის თქმით, დაჭრილი 36 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა და მართვის სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა კლინიკაში დამძიმდა ვინაიდან მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. 

"შემოვიდა 21:00 საათზე თვითდინებით, აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა კისრის მიდამოში. ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. ღრმა ჭრილობაა და ბევრი სისხლი აქვს დაკარგული",- ამბობს რეანიმატოლოგი სულხან სარალიძე. 

ინციდენტი გუშინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, ელშად ამირასლანოვმა მეგობარს ჭრილობები ყელის არეში, სავარაუდოდ, სამართებლით მიაყენა. ამირასლანოვი სალონში მუშაობს. ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე პირები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 

"მითხრეს რომ ჯერ დალიეს და შემდეგ იჩხუბეს. ჩხუბის მიზეზი არ ვიცი. დაპირისპირებულები ერთმანეთს იცნობდნენ. ერთი დალაქია, მეორე კი ამ ეზოში ცხოვრობს. როგორც ვიცი ჯერ ლუდი დალიეს და მერე იჩხუბეს. ამბობენ რომ ერთი დაჭრილია. დაჭრილი საავადმყოფოში ტაქსით გადაიყვანეს. დალაქი პოლიციას თავად ჩაბარდა",- ამბობენ ადგილობრივები. 

ამირასლანოვი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი