
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის 1 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მანქანა გააჩერა და გაჩხრიკა, რის შემდეგაც ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ჯარიმით ან შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ვადით ან/და თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთით ისჯება.