არ არის პოლიტიკური ნება, რომ გახმაურებული საქმეები სამართალდამცველებმა გამოიძიონ - ეკა გიგაური

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ნება, რომ გახმაურებული საქმეები სამართალდამცველებმა გამოიძიონ. პოლიტიკოსების შემდეგ ძალოვან უწყებებში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მესამე სექტორიც ალაპარაკდა.

არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ პრობლემებმა საზოგადოებაში გააჩინა ყველაზე საშიში ფაქტორი და ეს ტოტალური უნდობლობაა პოლიციის და საგამოძიებო უწყებების მიმართ. მათივე თქმით, ყველაზე მეტად სისტემური პრობლემები გამოაჩინა ბოლოდროინდელმა გახმაურებულმა საქმეებმა, როდესაც სამართალდამცველები საერთოდ არ რეაგირებენ. მმართველი გუნდი კი ვერ ხედავს მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობას. 

გვაქვს სისტემური პრობლემები იმიტომ, რომ ერთის მხრივ, როგორც ჩანს საგამოძიებო ორგანოებს. შესაძლოა არ ჰქონდეს კვალიფიკაცია ან პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ კონკრეტული გამოძიებები ეფექტურად ჩაატარონ და გაუმკლავდნენ კრიმინალს. მაგრამ მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტოტალური უნდობლობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართებით და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა არის ლეგიტიმური იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი არის საზოგადოების აქტიურობა, მნიშვნელოვლოვანი არის მედიის აქტიურობა იმისთვის, რომ კონკრეტული გამოძიება, ან დაიწყოს ან კიდევ, საერთოდ ეფექტური იყოს - ამბობს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი