მკვლელობა ფინანსური მოტივით | 1992 წელს დაბადებული ქალი ზუგდიდის პოლიციაში იკითხება

გამოქვეყნდა:

მკვლელობა ფინანსური მოტივით - 46 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ქალი, 1992 წელს დაბადებული ზ.უ. ამ წუთებში ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გამომძიებლის შეკითხვებს პასუხობს. ცნობილი ხდება, რომ ის დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მოკლულს მისი ვალი ჰქონდა. 

მოკლული ქალი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ოჯახს მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია უკვე ოფიციალურად მიაწოდეს.

მკვლელობაში ბრალდებული ოკუპირებული გალიდანაა დევნილი, ის ზუგდიდში ცხოვრობს, დედა კი საზღვარგარეთაა ემიგრანტი.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი