ვაკეში არასრულწლოვნებმა მარკეტი გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 72 ნომერში მდებარე ქსელური მაღაზია "ორი ნაბიჯის" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა დღეს, 14 თებერვალს, დილით მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მაღაზია არასრულწლოვანებმა გაქურდეს. მათ მაღაზიის კარის მინა ჩაამტვრიეს და ისე მოახერხეს შიგნით შესვლა. 

წაღებულია რამდენიმე კოლოფი სიგარეტი. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი